English / ქართული /








Journal number 1 ∘ Giorgi Shikhashvili
The Use of Modern and Methodological Technologies in Student Learning Process

Research of current theoretical-methodological and practical-applied issues of modern organizational and methodological technologies is very important for the progressive development of higher education in economic profile in Georgia. The method of teaching implies the way the teacher works with the students through which the optimal transfer and application of the discipline is studied.

The article discusses the following issues: Didactic Methodology and Methodology of Teaching economic Disciplines; Author's activities in the field of research and use of modern orgnizational-methodological technologies; student's opinions about the effecticness and need of inter-survey method.

It is necessary to expand the target, universal and regular use of the latest scientific achievements and educational practices in the student's teaching process.

Keywords: Pedagogy; Didactics; Modern Teaching Methods; Methodology of Teaching Economics; Inter-Survey.

JEL Codes:I20, I21, I29.

თანამედროვე ორგანიზაციულ-მეთოდური ტექნოლოგიების გამოყენება სტუდენტთა სწავლის პროცესში

საქართველოში   ეკონომიკური პროფილის    უმაღლესი    განათლების პროგრესული  განვითარებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია თანამედროვე ორგანიზაციულ-მეთოდური    ტექნოლოგიების     აქტუალური თეორიულ- მეთოდოლოგიური და   პრაქტიკულ-გამოყენებითი  საკითხების  კვლევა. სწავლების მეთოდი გულისხმობს სტუდენტებთან პედაგოგის  მუშაობის ხერხს, რომლის მეშვეობითაც ხდება შესასწავლი დისციპლინის ოპტიმალური გადაცემა და   ათვისება.    აუცილებელია     მეცნიერული    კვლევებისა     და საგანმანათლებლო   პრაქტიკის უახლესი   მიღწევების    მიზანმიმართული, საყოველთაო და რეგულარული  გამოყენების გაფართოება სტუდენტთა სწავლების    პროცესში. შესაბამისად,    სტატიაში განხილულია    შემდეგი საკითხები: დიდაქტიკური  მეთოდოლოგია და ეკონომიკური  დისციპლინების სწავლების მეთოდიკა; ავტორის საქმიანობა თანამედროვე ორგანიზაციულ- მეთოდური ტექნოლოგიების  კვლევისა  და გამოყენების მიმართულებით; სტუდენტთა მოსაზრებები ურთიერთგამოკითხვის  მეთოდის ეფექტურობისა და საჭიროების  შესახებ.

საკვანძო სიტყვები: პედაგოგიკა; დიდაქტიკა; სწავლების თანამედროვე მეთოდები;    ეკონომიკის სწავლების    მეთოდიკა; ურთიერთგამოკითხვა; სტუდენტთა მოსაზრებები ურთიერთგამოკითხვის  მეთოდზე; სტუდენტი ლექტორის როლში.

საქართველოში  ეკონომიკური   პროფილის უმაღლესი განათლების   პროგრე-სული განვითარებისთვის  უაღრესად  მნიშვნელოვანია თანამედროვე ორგანიზაციულ-მეთოდური ტექნოლოგიების  აქტუალური  საკითხების კვლევა.  აუცილებელია მეცნიერული  კვლევისა  და საგანმანათლებლო პრაქტიკის უახლესი მიღწევების მიზანმიმართული, საყოველთაო  და რეგულარული  გამოყენების  გაფართოება  სტუდენტთა სწავლების პროცესში.

პირდაპირ უნდა ითქვას, რომ საქართველოში ეკონომიკური  პროფილის სტუდენტთა სწავლების პროცესში   თანამედროვე ორგანიზაციულ-მეთოდური  ტექნოლოგიების გამოყენების თეორიულ-მეთოდოლოგიური  და პრაგმატულ-გამოყენებითი საკითხების კვლევას და სიახლეების საყოველთაო დანერგვას ნაკლები ყურადღება ეთმობა. აქედან გამომდინარე, ჩვენში მცირეა  ასეთ კვლევებთან დაკავშირებული მონოგრაფიები,  სამეცნიერო  სტატიები  და შესაბამისი პრაქტიკული საქმიანობა. არსებული  ქართულენოვანი  ლიტერატურიდან  აღსანიშნავია  ავთანდილ ასათიანის მონოგრაფია  – „უმაღლესი სკოლის პედაგოგიკა"  [1]. ყურადღებას იმსახურებს,  აგრეთვე ქართულენოვანი წყაროები [2-10, 12-14]. სტატიის  მიზნიდან გამომდინარე,  შევისწავლეთ  თემასთან დაკავშირებული   ინგლისურენოვანი  წყაროებიც [16-22].

სტატიაში გამოყენებული გვაქვს,  აგრეთვე, ჩვენ მიერ ურთიერთგამოკითხვის მეთოდის დანერგვის შედეგების შესახებ სტუდენტთა მოსაზრებების  ამსახველი მასალები [11].

ნაშრომის მიზანია:

  • მსჯელობა სტუდენტთა სწავლების თანამედროვე ორგანიზაციულ-მეთოდური ტექნოლოგიების  აქტუალური  თეორიულ-მეთოდოლოგიური საკითხების შესახებ;
  • სწავლების ინტერაქტიული,  თანამშრომლობითი ორგანიზაციული  ფორმის ურთიერთგამოკითხვის მეთოდის ავტორისეული გამოყენების ეფექტურობის  შეს- წავლის საფუძველზე მისი დანერგვის გაფართოების საჭიროებისა  და შესაძლებლობის წარმოჩენა.

ნაშრომი ორიგინალურია  და სიახლეს წამოადგენს ქართული  სამეცნიერო-პედაგოგიური ეკონომიკური  საზოგადოებისათვის. მასში გადმოცემულია ავტორისეული ხედვები უმაღლესი ეკონომიკური განათლების სფეროში სწავლების თანამედროვე ორგანიზაციულ-მეთოდური  ტექნოლოგიების  აქტუალური  თეორი- ულ-მეთოდოლოგიური  და პრაქტიკულ-გამოყენებითი  საკითხების შესახებ. ასევე, ასახულია ურთიეთგამოკითხვის  მეთოდის ავტორისეული  გამოყენების ეფექტურობის შესწავლის საფუძველზე მისი დანერგვის გაფართოების საჭიროება  და შესაძლებლობა.

დიდაქტიკური  მეთოდოლოგია და ეკონომიკური დისციპლინების სწავლების მეთოდიკა

ტერმინი „მეთოდი“ (ბერძნ.  methodos) რაიმე მოვლენის კვლევის,  შეცნობის ხერხს ნიშნავს. ის ამასთან, არის წესი რაიმე საქმიანობაში,  მაგალითად – სწავლების მეთოდი. ხოლო მეთოდიკა არის საქმიანობის პრაქტიკული  განხორციელებისათვის საჭირო  მეთოდების, წესების ერთობლიობა.

მეთოდიკა  პედაგოგიკის,  კერძოდ დიდაქტიკის  ნაწილია,  რომელიც იკვლევს და გადმოსცემს  რომელიმე დისციპლინის  (ჩვენს შემთხვევაში – ეკონომიკური დისციპლინებისსწავლების მეთოდებს.

სწავლების მეთოდი გულისხმობს სტუდენტებთან პედაგოგის მუშაობის ხერხს, რომლის მეშვეობითაც  ხდება შესასწავლი დისციპლინის ოპტიმალური  გადაცემა და ათვისება.

სწავლების  მეთოდიკაში  ჰარმონიულად   უნდა  იყოს შეხამებული  სასწავლო პროცესის  თეორიული და პრაქტიკული  საკითხები. მეთოდიკაროგორც მეცნიერება  იკვლევს  და ადგენს სწავლების ყველაზე მიზანშეწონილ მეთოდებსმისი ინტერესების  სფეროში შედისაგრეთვესწავლების კერძო საკითხები და მიმართულებებიაქედან გამომდინარემეთოდიკა შეიძლება იყოს:

  • ზოგადი, როდესაც  განიხილება სწავლების ისეთი ხერხები, რომლებიც  გამოიყენება ყველა დისციპლინის სწავლების დროს;
  • კერძო,  რომელიც გამოიყენება რომელიმე კონკრეტული  საგნის სწავლების პროცესში.

ფართო გაგებით, მეთოდიკა გულისხმობს საგნის სწავლებისას გამოყენებული სხვადასხვაგვარი  ხერხების ერთობლიობას.  იგი პედაგოგიკის  სპეციალური  ნაწილია, რომელიც  იკვლევს  და გამოიყენებს სწავლების წესებს და ხერხებს.

ეკონომიკური დისციპლინების სწავლების მეთოდიკა არის სამეცნიერო  და სასწავლო დისციპლინარომელიც იკვლევს ეკონომიკის სწავლების პროცესის კანონზომიერებებს  და წესებს  და სახავს  ამ პროცესის ოპტიმიზაციის გზებს უახლესი მეთოდური ტექნოლოგიების  გამოყენების საფუძველზე.

ეკონომიკის  სწავლება მეტად რთული და საპასუხისმგებლო პროცესია,  რომლის დროს  აუცილებლად  უნდა იქნეს  გათვალისწინებული  ამ პროცესზე მოქმედი შიგა და გარე ფაქტორების  მთელი კომპლექსი.

ეკონომიკის სწავლების მეთოდიკა,  როგორც მეცნიერება  მოწოდებულია თეორიულად განაზოგადოს საგანმანათლებლო მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება,მოახდინოს სათანადო პროგნოზირება  და შემოგვთავაზოს სწავლების ისეთი მეთოდებირაც სრულად უპასუხებს  ყველაზე უახლეს თანამედროვე მოთხოვნებს.

ეკონომიკის  სწავლების პროცესის  კვლევა უნდა ემყარებოდეს  სხვადასხვა მეცნიერების (ეკონომიკა,  ფილოსოფია, პედაგოგიკა,  სამართალი, ფსიქოლოგია, ეთიკა, ახალი ტექნოლოგიები)  მიღწევების ანალიზს და განზოგადებას.

ეკონომიკის სწავლების მეთოდიკა პირდაპირ  უკავშირდება  ისეთი საკითხების და პრობლემების გააზრებას და გადაჭრასროგორიცაავის ვასწავლით? რა მიზნით ვასწავლით? რას ვასწავლით? რა დროს ვასწავლით? როგორ  ვასწავლით? როგორ ისწავლონ?

ეკონომიკის  სწავლების მეთოდიკის უმთავრესი ამოცანაა უახლესი მოთხოვნების შესაბამისად გადაარჩიოს ეკონომიკური  მეცნიერების ძირითადი მონაცემებიისე მოაგვაროს ეკონომიკის სწავლებარომ სტუდენტებმა სასწავლო პროცესში  მაქსიმალურად ჩართულობისა და თანამშრომლობითი  საქმიანობის მეშვეობით მიიღონ ოპტიმალური  განათლებააღზრდაგანვითარება და ინტელექტუალურ-მეთოდური ბაზა მომავალში  ცოდნის  მუდმივი განახლებისა  და სხვისთვის გადაცემისათვის.

ეკონომიკური   მეცნიერების  საფუძვლების და კონკრეტული   დისციპლინების სწავლება-ათვისებისა და შემდგომი გადაცემის  პროცესის   თვალსაზრისით, ეკონომიკის სწავლების მეთოდიკა ერთ-ერთი კერძო დიდაქტიკას წარმოადგენსის მიგვითითებს თუ როგორ  უნდა ისწავლებოდეს ეკონომიკა  საუკეთესოდ და მოწოდებულია:

  •  პედაგოგიური   მეცნიერების   მიზნების,  ამოცანების   და შესაძლებლობების მიხედვით დაამუშაოს შესასწავლი მასალის სისტემა და შინაარსი;
  • გადაწყვიტოს სპეციფიკური წმინდა პედაგოგიური  და დიდაქტიკურ-ტექნო- ლოგიური ამოცანები ეკონომიკური  მეცნიერების შინაარსობრივი შესაძლებლობე- ბიდან გამომდინარე.

მეთოდიკამ ეკონომიკა არამარტო  შინაარსობრივად  უნდა განსაზღვროსარამედ დაადგინოს მისი შინაარსის  გახსნის  საუკეთესო  ფორმებიც.  მეთოდიკის მეშვეობით პედაგოგი  აღჭურვილია  ყველა იმ საშუალებით, რაც აუცილებელია ოპტიმალური  ეკონომიკური   განათლებისათვის (დისციპლინის შინაარსი,  ცოდნა, უნარი, სწავლების პედაგოგიურ-დიდაქტიკური  და ორგანიზაციულ-მეთოდური საშუალებები).

ეკონომიკის  სწავლების პროცესი უნდა ეყრდნობოდეს  ისეთ დიდაქტიკურ პრინციპებსროგორიცაასწავლების მეცნიერულობა;   შეგნებულობა  და აქტიურობა; სისტემურობა   და თანმიმდევრულობა;  თვალსაჩინოება;  ცოდნის  მტკიცედ შეთვისება; მისაწვდომობა და დასაძლევობა; სტუდენტისადმი ინდივიდუალური მიდგომა. ამასთანუნდა გამოიყენებოდეს სწავლების შემდეგი წესებინაცნობიდან უცნობისაკენ; ახლობელიდან შორეულისაკენ;  ადვილიდან ძნელისაკენ;  მარტივიდან რთულისაკენ; კონკრეტულიდან ზოგადისაკენ.

ზემოაღწერილი  თვალნათლივ გვიჩვენებს,   რომ ეკონომიკის სწავლების თეორიასა  და პრაქტიკაში გადამწყვეტ როლს სწორედ მეთოდიკა ასრულებს.

ამ სფეროში ჩვენში ბევრი რამ არის მოსაგვარებელიპირველ რიგშიაუცილებელია ტრადიციული გამოცდილების გათვალისწინების საფუძველზე უახლესი დასავლური სასწავლო ტექნოლოგიების  შესწავლა-დანერგვაზე საყოველთაო გადასვლა.  ეს ისეთი მიმართულებაა, რომლის პრაქტიკული   განხორციელება  აუცილებლად არ მოითხოვს სპეციალური  საკანონმდებლო აქტების  მიღებას,  ინვესტიციების  მოზიდვას და პედაგოგთა  კვალიფიკაციის   რადიკალურ  და ძვირადღირებულ შეცვლა-ამაღლებას.

 ავტორის საქმიანობა  თანამედროვე ორგანიზაციულ-მეთოდური ტექნოლოგიების  კვლევისა და გამოყენების მიმართულებით

 თსუ-ის  ეკონომიკისა   და ბიზნესის ფაკულტეტზე  სხვადასხვა დისციპლინის სწავლების პროცესში  თანამედროვე მეთოდიკის (ლექციის  ჩატარება ინდუქციის მე- თოდით, პროექტების მეთოდი, შემთხვევის/ქეისის  ანალიზი, ურთიერთგამოკითხვა) გამოყენება  ჩვენ დავიწყეთ 1996 წლიდან.

ახალი მეთოდების ინტენსიურ გამოყენებაზე  ჩვენ გადავედით 1998-1999 სას- წავლო წლიდან, მას შემდეგ, რაც ეკონომიკის  ლექტორთა გაძლიერებულ ტრენინგ-სემინარების (1997-1998 სასწავლო  წელი) საფუძველზე მივიღეთ აშშ-ის ეკონომი- კური  განათლების ეროვნული საბჭოს (NCEE USA) ტრენერთა ტრენერის (Trainer of Trainers) სერთიფიკატი.

2012 წელს, როგორც  ექსპერტმა და ტრენერთა  ტრენერმა,  მოვამზადე 100- ზე მეტი ტრენერი,  რომლებმაც  საქართველოს  20 ქალაქში 14 ათას მსმენელს ჩაუტარეს  საქართველოს  განათლებისა და მეცნიერების  სამინისტროს მიერ ორგანიზებული „პროფესიული გადამზადებისა და პროფესიული ორიენტაციის"   2-თვიანი ტრენინგები. ამასთან დაკავშირებით მიღებული გვაქვს  სპეციალური  სერტიფიკატი.

2000-2004 წლებში ფაკულტეტის მაგისტრატურაში,  ჩვენ მიერვე შედგენილი პროგრამით  ვკითხულობდით საგანს ეკონომიკის სწავლების მეთოდიკა"[2, გვ. 27-29].

პროგრამა  მოიცავდა 24 საათს (ლექცია – 12 სთ., სემინარი – 12 სთ)  და შედგებოდა შემდეგი თემებისგან:

1. ეკონომიკა,  როგორც  სამეცნიერო-პრაქტიკული  და სასწავლო დისციპლინა (ლექცია – 1 სთ., სემინარი – 1 სთ);

2. ეკონომიკური განათლების სისტემა (ლექცია  – 1 სთ., სემინარი – 1 სთ);

3. ეკონომიკური  პედაგოგიკის  და მეთოდიკის ზოგადი საფუძვლები (ლექცია – 2 სთ., სემინარი – 2 სთ);

4. ეკონომიკის  სწავლების მეთოდიკა და თანამედროვე ტექნოლოგიები  (ლექცია – 8 სთ., სემინარი – 8 სთ).

აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ პერიოდში ეკონომიკური  პროფილის ფაკულტე- ტებზე ყველა სპეციალობისათვის  ისწავლებოდა ამ მიმართულების ორი დისციპლინა: „უმაღლესი სკოლის პედაგოგიკა"  და „ეკონომიკის  სწავლების მეთოდიკა". ამასთან, ეკონომიკური  თეორიის სპეციალობის  სტუდენტები დამატებით სწავლობდენ პედაგოგიკას,  პედაგოგიურ ფსიქოლოგიას, პოლიტეკონომიის სწავლების მეთოდიკას და სხვ.

XX ს. 90-ანი  წლების ბოლოდან, უმაღლესი განათლების პედაგოგიკა-დიდაქტიკის  თეორიულ-მეთოდოლოგიური  ხასიათისა და ჩვენი შესაბამისი პრაქტიკული საქმიანობის  ამსახველ ინფორმაციას,  სისტემატურად  ვაქვეყნებთ  სხვადასხვა წყაროში, რომელთაგან აღსანიშნავია [2-10].

 სტუდენტთა მოსაზრებები ინტერაქტიული,  თანამშრომლობითი ურთიერთგამოკითხვის  მეთოდის ეფექტურობისა  და მისი ფართოდ დანერგვის საჭიროების შესახებ 2002 წლიდანთსუ-ის ეკონომიკსა  და ბიზნესის ფაკულტეტზე  სხვადასხვა დისციპლინის სწავლების პროცესშისემინარებზე თემების ჩაბარებისას  მუდმივად ვიყენებთ სტუდენტზე ორიენტირებულ,  ინტერაქტიულ,  თანამშრომლობით მეთოდიკას  – „სტუდენტთა ურთიერთგამოკითხვა~   (ურთიერთგამოკითხვა 2-4 – კაციან  ჯგუფებში, ინტერვიუ წყვილებში, პედაგოგის/ლექტორის  როლი სტუ- დენტებისათვის, თემატური დისკუსია).

2006 წლიდან დავიწყეთ ურთიერთგამოკითხვის  მეთოდის გამოყენების  შესახებ სასემინარო ჯგუფების სტუდენტთა ზეპირი გამოკითხვა  და წერილობითი მოსაზრებების შეკრება.  განვლილ პერიოდში ზეპირად აქვს გამოთქმული თავისი მოსაზრება 1500-ზე მეტ სტუდენტსხოლო წერილობითი მოსაზრება გადმოცემული აქვს 250-ზე მეტ სტუდენტს. ამ მოსაზრებების  მცირე ნაწილის გაცნობითაც  კი  მკაფიო წარმოდგენა გვექმნება  ჩვენ მიერ გამოყენებული  მეთოდიკის ეფექტურობისა  და საჭიროების შესახებ.

 ქეთი კოლხიდაშვილი. 28.12.2008 .

 ურთიერთგამოკითხვის   მეთოდი ძალიან პრაქტიკულიაჯერ ერთი,  ამით ვიგებთ დროს – ახლა მთელ ჯგუფს  აქვს შესაძლებლობა ჩაეტიოს  იმავე დროში, რომელშიც  რამდენიმე სტუდენტი თუ მოასწრებდა  ჩაბარებას.  მეორე  დადებითი მხარე ისაარომ სტუდენტებს უმუშავდებათ პედაგოგიური  აზროვნება.  მესამე  – ისრომ როდესაც  ერთი სტუდენტი აბარებს მეორეს რომელიმე თემას, რომელიც მეორეს უკვე ჩაბარებული აქვს წინა ლექციაზე,  ამ შემთხვევაში ხდება უკვე  ნასწავლი მასალის ერთგვარი გამეორება.  მეოთხე – ამ შემთხვევაში დაზეპირება  გამორიცხულია. როდესაც  სტუდენტი აბარებს უშუალოდ ლექტორს,  იგი უფრო დაძაბულია. იმის შიშით, რომ არ შეეშალოს რამე, იგი ზეპირად სწავლობს თემას, ხოლო როდესაც აბარებ თანატოლს, დაძაბულობა გამორიცხულია,  ხარ უფრო თავისუფლად.

ქეთევან კობახიძე. 16.11.2012 .

პირველ სემინარზეამ მეთოდის გამოყენების მერეჩემი თანაკურსელები მოუთმენლად ელოდნენ შემდეგ სემინარს,  რათა მეტი და მეტი ესწავლათ მეგობრულ წრეშიეს ჩემთვისაც სასიამოვნო პროცესი და სტიმულის   მომცემი გახდარომ არცერთი სემინარი არ გამეცდინა.

ელზა ხელაშვილი. 25.05.2013 .

სემინარზე ურთიერთგამოკითხვა  და ლექტორის  როლის მორგება ხასიათდება რიგი უპირატესობით:

1.  დროის რაციონალურად გამოყენება – მოცემული მეთოდის საშუალებით სემინარზე, თეორიული მეცადინეობის გარდა, შესაძლებლობა გვაქვს  განვახორციელოთ პრაქტიკული   სამუშაოები, რაც მნიშვნელოვანია პროფესიის  დაუფლებისთვის;

2.  მეტი თავისუფლება  – ეს მეთოდი  უნივერსალურია   სტუდენტებისთვის,რადგან  მათ აქვთ  შესაძლებლობა  უფრო  თავისუფლად და დაძაბულობის  გარეშე გადმოსცენ სასემინარო თემა;

3.  სამართლიანობა – სტუდენტს ეკისრება  ვალდებულება სწორად და სამართლიანად შეაფასოს, იცის  თუ არა თანაკურსელმა  თემა;

4.  კონტროლი – მოცემული  მეთოდი სტუდენტს საშუალებას აძლევს შეამოწმოს საკუთარი  თავი, რამდენად კარგად  ემზადება გამოცდებისთვის  და რომელ თე- მებზე უნდა გაამახვილოს  ყურადღება.

5.  კონცენტრაცია – სტუდენტი უფრო მეტ ყურადღებას აქცევს,  თუ რამდენად კარგად  და მარტივად გადმოსცემს  თემას, ამახვილებს ყურადღებას  თანაკურ- სელის მსჯელობაზე და საჭირო  შემთხვევაში ერთვება დისკუსიაში, რაც ხელს უწყობს თემის უფრო მყარად შესწავლას;

6.  პასუხისმგებლობა – სტუდენტი, რომელიც ირგებს ლექტორის როლს, პასუხიმგებელია როგორც საკუთარ თავთან, ასევე ლექტორთან, რომ ნამდვილად ჩაიბარა სასემინარო თემა. 

ირაკლი სვანიძე. 2.06.2013 .

ჩემთვის სასიამოვნო  ინოვაცია  იყო ურთიერთგამოკითხვის მეთოდი,რომელსაც  შემდეგი დადებითი მომენტები  ახასიათებს:

1.  აღნიშნული მეთოდი სტუდენტებს გვაძლევს საშუალებასვიყოთ უფრო გახსნილებირადგან თანატოლებსა  და მეგობრებთან  უფრო  ადვილია საკუთარი აზრის გადმოცემა, ვიდრე დაფასთან;

2.  მეთოდი საშუალებას  იძლევა სტუდენტებმა ერთმანეთი უკეთ გავიცნოთ და სწავლების  პროცესი უფრო სასიამოვნო ხდება;

3.  საშუალებას იძლევასაჭიროების დროსგამოკითხვა დისკუსიის სახით წარიმართოსრაც უფრო მეტი სარგებლის მომტანიავიდრე რუტინული სწავლების პროცესი;

4.  ვუსმენთ ერთმანეთს და გვივითარდება  მოსმენის  კულტურა;

5.  ამასთანავეთუ რომელიმე სტუდენტმა თემა არ იცისსაკუთარი თანატოლი მისთვის ლექტორის როლში გამოდისრაც ორივე მათგანისთვის ძალიან სასარგებლოა;

6.  არ იჩაგრებიან ის სტუდენტებირომეთაც დაფასთან გამოსვლის  კომპლექსი აქვთ (პირადი გამოცდილებიდან).

მთლიანობაში,მე ძალიან მომწონს ურთიერთგამოკითხვის  მეთოდი და ვისურვებდი ყველა სემინარზე აღნიშნული ხერხით სწავლებას.

 ნათია ლელაშვილი. 14.12.2013 . 

თანამშრომლობითი სწავლა-სწავლების პროცესში ურთიერთგამოკითხვის მეთოდის უპირატესობებია:

1. ერთმანეთთან მოყოლით სტუდენტებს კომპლექსები  მოეხსნათ და საკუთარი აზრის გადმოცემა უფრო უადვილდებათ;

2. ვისწავლეთ  ერთმანეთის  მოსმენა და როცა ერთი ყვება, სხვები ცდილობენ ყურადღება სხვა საგნებზე არ გადაიტანონ;

3. ზოგიერთი სტუდენტი, ვისაც არ უსწავლია სემინარი, იქვე სწავლობს თემას ან იგებს მის შინაარსს და შემდეგ მისი ათვისება გაცილებით  უადვილდება;

4. პირადად მე უკეთ მამახსოვრდება წაკითხული, როცა  ამას სხვას ვუხსნი და ვასწავლი;

5. ლექტორის  მიერ გამოცხადებული ნდობა სტუდენტებს საშუალებას არ აძლევს მოიტყუონ,  რომ  იციან  სემინარი.  ამასთან, ლექტორი   მუდმივად აკონტროლებს ურთიერთგამოკითხვის  პროცესს;

6. ყველა სტუდენტის გამოკითხვაზე   ნაკლები  დრო იხარჯება  და სემინარზე საშუალება გვაქვს  ქეისები და სხვა დავალებები გავაკეთოთ,  რაც მეტად პროდუქტიულია, ვიდრე ყველასგან ერთი და იმავეს მოსმენა;

7. ასეთი მეთოდის (და ჯგუფური  დავალებების)  საშუალებით  სტუდენტებმა ერთმანეთი უკეთ გავიცანით. დარწმუნებული ვარამ მეთოდის რომელიმე  დადებითი მხარე  გამომრჩამაგრამ აქედანაც შემიძლია ვთქვარომ ურთიერთგამოკითხვისას მინიმუმზემოთ ჩამოთვლილ „7 კურდღელს ვიჭერთ ერთდროულად".

მთვარისა ქვრივიშვილი. 10.05.2016 .

 არსებობს  სტუდენტების გარკვეული  კატეგორიარომელთაც   დიდი აუდიტორიის  წინაშე გამოსვლა  და მოყოლა  არ შეუძლიათრადგან  იბნევიან  და ავიწყდებათ ყველაფერიასევე არიან სტუდენტები, რომელთაც პრობლემები აქვთ მეტყველებასთან და ეუხერხულებათ საჯაროდ  თავისი ნაკლის წარმოჩენა.  ყველაფერთან ერთად გასათვალისწინებელია  უცხოელი  სტუდენტებიც,  რომლებიც ქართულად გამართულად ვერ საუბრობენ.

აღნიშნული პრობლემების  გამო, ხშირ შემთხვევაში, სტუდენტები ვერ ამჟღავნებენ ცოდნას და დაბალ შეფასებას იღებენ, რაც  უკმაყოფილებისა  და უსამართლობის შეგრძნებას იწვევს სტუდენტებში.ურთიერთგამოკითხვას   მეთოდის გამოყენების  შედეგად,  სწავლის  დონე საგრძნობლად ამაღლდა ჯგუფშიმენეჯმენტის ჯგუფში ყოველთვის აბსოლუტურმა უმრავლესობამ იცის სემინარიგაქრა უხერხულობის შეგრძნებასტუდენტები ერთმანეთს აბარებენ  თემებსსაუბრობენმსჯელობენცვლიან იდეებს და,  რაც მთავარიაარ ეშინიათ შეცდომის  დაშვებისა,  რადგანაც ჩვენთანბატონი გიორგის წყალობითშეცდომების გამო კი არ ისჯებიანარამედ უფრო მეტს სწავლობენგამოცდებზეც  ქულები საგრძნობლად უფრო მაღალი იწერებავიდრე სხვა საგნებში და საბოლოო  შედეგითაც ყველა კმაყოფილია.

მინდა მადლობა გადაგიხადოთ ასეთი მიდგომისთვისვისურვებდიუფრო მეტმა ლექტორმა მიმართოს ამ ხერხსრაც ზოგადად სწავლის დონის ამაღლებას შეუწყობს ხელსარამხოლოდ ჩვენს ფაკულტეტზე ან უნივერსიტეტშიარამედ მთლიანად საქართველოში.

 ანა ღამბაშიძე. 25.05.2017 .

 უკვე  ორი წელია ვსწავლობ უნივერსიტეტში და სემინარებს ყოველთვის დაზეპირებულს ვაბარებდი ლექტორს  ან კიდევ კითხვებზე  პასუხის გაცემით.  ჩემთვის ბატონი  გიორგის მეთოდიკა  ინოვაციური   და საინტერესოა.  ძალიან კარგიაროდესაც  მეგობარს  ვუზიარებ ჩემს ცოდნას და ასევე ის მე მიზიარებს თავისასროდესაც  მეგობარს  ვუყვები  მომზადებულ თემას,  უფრო თავისუფლად ვსაუბრობ  უფრო მეტი მნიშვნელოვანი ნაწილი მახსენდება და თუ რამე დამავიწყდა,ის დაამატებს და საბოლოოდ  სრულყოფილს  ვხდით ჩვენ მიერ ნასწავლ სემინარს.

შეიძლება ბევრმა იფიქროს,  რომ გამოცდისთვის ცუდია ასეთი მეთოდიკათავიდან  ცოტას მეც ვშიშობდი, გამოცდას  ნეტავ როგორ  ჩავაბარებ მეთქი, მაგრამ გამოცდაში მაქსიმალური ქულა ავიღეყველა თემის ახლიდან სწავლაც აღარ დამჭირდა და როდესაც  გამოცდაზე  ვწერდი, ყველაფერი მახსენდებოდა.

 დასკვნები  და მოსაზრებები  განსჯისა  და გამოყენებისათვის

 თავდაპირველად გადმოვცემთ  ჩვენს დასკვნებს  და მოსაზრებებს:

  • აუცილებელია  მეცნიერული  კვლევისა  და საგანმანათლებლო  პრაქტიკის უახლესი მიღწევების  მიზანმიმართული, საყოველთაო  და რეგულარული  გამოყენების გაფართოება სტუდენტთა სწავლების პროცესში;
  • ეკონომიკის  სწავლების პროცესი  უნდა ეყრდნობოდეს უმთავრეს დიდაქტიკურ პრინციპებს;
  • ეკონომიკური  დისციპლინების სწავლების მეთოდიკა არის სამეცნიერო  და სასწავლო დისციპლინა, რომელიც იკვლევს ეკონომიკის  სწავლების პროცესის  კანონზომიერებებს და წესებს და სახავს ამ პროცესის  ოპტიმიზაციის  გზებს უახლესი ორგანიზაციულ-მეთოდური ტექნოლოგიების გამოყენების საფუძველზე;
  • ეკონომიკის   სწავლების მეთოდიკა,  როგორც მეცნიერება  მოწოდებულია თეორიულად განაზოგადოს  საგანმანათლებლო მუშაობის პრაქტიკული გამოცდი- ლება, მოახდინოს სათანადო პროგნოზირება  და შემოგვთავაზოს სწავლების ისეთი მეთოდები, რაც სრულად უპასუხებს ყველაზე უახლეს თანამედროვე მოთხოვნებს;
  • ეკონომიკის  სწავლების თეორიასა და პრაქტიკაში   უმნიშვნელოვანესია მეთოდიკის როლი.  მეთოდიკამ ეკონომიკა   არამარტო  შინაარსობრივად უნდა გაამდიდროს, არამედ დაადგინოს მისი არსის გახსნის საუკეთესო  ფორმებიც;
  • აუცილებელია,   ტრადიციული  გამოცდილების  გათვალისწინების  საფუძველზე, უახლესი დასავლური სასწავლო ორგანიზაციულ-მეთოდური ტექნოლოგიების შესწავლა-დანერგვაზე  საყოველთაო გადასვლა.

 2006  წლიდან  მრავალი  სტუდენტის გამოკითხვის  შედეგად  შეგროვილი,ქვემოთ გადმოცემული,  სტუდენტთა გაერთიანებული  დასკვნებისა  და მოსაზრებების გაცნობათავის მხრივნათლად გვიდასტურებს  ურთიერთგამოკითხვის  მეთოდის ეფექტურობას და საჭიროებას:

  • ურთიერთგამოკითხვა ძალიან საინტერესო, პრაქტიკული და ეფექტური  მეთოდია როგორც  სტუდენტების, ასევე ლექტორებისთვის. ეს ლექტორის მხრიდან ფუნქციების  დელეგირებაა  და სტუდენტების  მოტივაციას   უწყობს  ხელს. ეს არის ლექტორის მიერ სასემინარო დროის სწორი მენეჯერული დაგეგმვა;
  • ურთიერთგამოკითხვის  დროს სტუდენტები არიან უფრო მომზადებულები და მობილიზებულები, რადგან მათ უწევთ თანატოლთან ლექტორის  როლის მორგება და შესაბამისი პასუხისმგებლობის  აღება.  თუ რომელიმე სტუდენტმა თემა არ იცის,  თანატოლი მისთვის ლექტორის  როლში გამოდის, რაც ორივესთვის ძალიან სასარგებლოა;
  • ეს სტუდენტისთვის სასიამოვნო პროცესი  და სტიმულის მიმცემია, რომ არ გააცდინოს  სემინარები. ურთიეთრგამოკითხვა  სტუდენტებისთვის დიდად საინტე- რესო  და მრავლისმომცემია,  ვიდრე დაფასთან ინდივიდუალურად მოყოლა.  მეთო- დი საშუალებას  იძლევა,  სტუდენტებმა  ერთმანეთი  უკეთ გაიცნონ  და სწავლების პროცესი  უფრო სასიამოვნო ხდება;
  • ურთიერთგამოკითხვის   მეთოდის გამოყენების  შედეგად,  სწავლის  დონე საგრძნობლად ამაღლდა ჯგუფში. არ იჩაგრებიან ის სტუდენტები, რომელთაც  დაფასთან გამოსვლის  კომპლექსი   აქვთ. მნიშვნელოვანია  მეთოდის როლი  სტუდენტებს შორის კეთილისმყოფელი ურთიერთობების ჩამოყალიბებაში, წარმოშობს აზრთა მრავალფეროვნებას, იძლევა დისკუსიის გამართვის საშუალებას.
  • მეთოდი შესანიშნავია  და სასურველია  ყველა  სემინარზე  აღნიშნული  ხერხით სწავლება. მსგავსი გამოკითხვის  მეთოდის დანერგვა მომგებიანი და სასარგებ- ლო იქნება ყველა უნივერსიტეტისთვის. კარგი  იქნება, თუ ამ სახის სემინარები ყველა საგანში დაინერგება. ეს სწავლის დონის ამაღლებას შეუწყობს ხელს.

 მთლიანობაში,  სასწავლო პროცესში ინტერაქტიული  მეთოდების გამოყენებაზემოთ აღწერილ დადებით მომენტებთან  ერთადგანაპირობებს ლექტორის პოზიციის  ცვლილებასცოდნის მატარებელ-გადამცემთან ერთად ის გვევლინება როგორც სტუდენტთა შემეცნებითი საქმიანობის  ორგანიზატორი.

სათანადოდ იცვლება ფსიქოლოგიურ-ესთეტიკურ-ეთიკური  კლიმატი აუდიტორიაშიცრომელიც იქცევა პედაგოგისა  და სტუდენტების ერთობლივი შემოქმედებითი მუშაობის ასპარეზად,  რაც საგრძნობლად ამაღლებს სწავლებასწავლის ხარისხს.

სასწავლო პროცესში ორი დაინტერესებულიურთიერთგანმაპირობებელი მხარე – პედაგოგი და სტუდენტი მონაწილეობსსწავლების მაღალი შედეგი მაშინ იქნება მიღწეულიროდესაც ორივე მხარეს შორის ჰარმონიული,  შემოქმედებითი ურთიერთობა  დამყარდებაამის საშუალებას კი თანამედროვე სასწავლო-შემეცნებითი  და ორგანიზაციულ-მეთოდური ტექნოლოგიების (მათ შორისურთიერთაგმოკითხვის  მეთოდისგამოყენება იძლევა.

 ლიტერატურა: 

 1.     ასათიანი ა. უმაღლესი სკოლის  პედაგოგიკა.  თბილისი, „უნივერსალი", 2015, 305 გვ.

2.      შიხაშვილი  გ. ეკონომიკის   სწავლების მეთოდიკა.  საქართველოს  სტრატეგიული კვლევებისა  და განვითარების ცენტრის  ბიულეტენი. 2002, №71. გვ. 2-35.

3.     შიხაშვილი გ., შიხაშვილი მ. მენეჯმენტის სწავლების მეთოდიკა აშშ-ს უნივერსიტეტებში  საერთაშორისო  ჟურნალი „ამერიკის  შესწავლის საკითხები"  (კრებული IV). თბილისი, თსუ, 2006. გვ. 477-482, 541-542.

4.     შიხაშვილი  გ.  ბიზნეს-ტრენინგები  პროექტების   მეთოდის გამოყენებით.  ჟურნ. „ეკონომიკა  და ბიზნესი", 2008, №5. გვ. 119-131.

5.      შიხაშვილი გ. ეკონომიკური დისციპლინების სწავლების თანამედროვე ტექნოლოგიები. თსუ სამეცნიერო  შრომების კრებული.  თბილისი, „ბარტონი", 2009. გვ. 182-189.

6.      შიხაშვილი გ. სწავლების პროცესში  სტუდენტური გუნდური პროექტების  მომზადება-პრეზენტაციის  მეთოდური ასპექტები.  ჟურნ. „ეკონომიკა  და ბიზნესი", 2010, №2. გვ. 169-182.

7.      შიხაშვილი  გ., გედევანიშვილი  მ., კრუსიძე კ.  პროექტების   მენეჯმენტი (სახელმძღვანელო). თბილისი, „მერიდიანი", 2012. 290 გვ.

8.     პროფესიული ორიენტაცია, საკუთარი ბიზნესის დაწყება და მართვა (სახელმძღვანელო). შემდგენლები. გ. შიხაშვილი, გ. ერქომაიშვილი, ც. დალაქიშვილი. თბილისი, „მერიდიანი", 2012. 260 გვ.

9.     შიხაშვილი გ., სატრენინგო პროექტი:  „პროფესიული ორიენტაცია, საკუთარი ბიზნესის დაწყება და მართვა. ჟურნ. „ეკონომიკა  და ბიზნესი", 2013, №4. 153-170.

10.   შიხაშვილი გ. ბიზნეს-ტრენინგების ორგანიზაციულ-მეთოდური ასპექტები.  შრომების კრებული საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული  კონფერენციისა – „თანამედროვე ბიზნესი: სიახლეები პრობლემები".  თბილისი, 2014. გვ. 251-260.

11.   სტუდენტთა მოსაზრებები  ურთიერთგამოკითხვის  მეთოდის შესახებ (გამოკითხვის მასალები  – 2006-2017 წწ.). კომპიუტერული  ვერსია, PDF ფორმატში.  თსუ სტუდენტური კვლევებისა და პროექტების  ცენტრი „იდეა", 2018. 25 გვ.

12.   დიდაქტიკური  კონცეფცია. გურამ თავართქილაძის  სასწავლო  უნივერსიტეტი. თბილისი, 2011. 41 გვ.

13.   შონია ნ. აუდიტორიის მართვის ზოგიერთი ასპექტები  უმაღლეს სკოლაში.  შრომები IV საერთაშორისო  სამეცნიერო-მეთოდური  კონფერენციისა  „სწავლებისა და აღზრდის აქტუალური პრობლემები". აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქუთაისი, 2013. გვ. 427-430.

14.   სწავლების ფორმები და მეთოდები უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში (სტუ) http://gtu.ge/quality/pdf/sc.pdf 27.02.18. /5 გვ.

15. ნეფარიძე  თ. თანამშრომლობითი  სწავლა-სწავლება.   http://mastsavlebeli. ge/?p=2353 16.02.18. /5 გვ.

16.   Liesveld R., Ann Mille J. Robison J.Teach With Your Strengths: How Great Teachers Inspire Their Students. Gallup Press. New York, 2005. 204 p.

 17.   Gleeson A. Student PercepƟon of the EffecƟveness of CollaboraƟve learning Tutorials. Adelaide, Australia. Flinders Business School Research Paper Series: 2007 #05, p. 1-15.

18.   Dias M.Teaching Strategies for AcƟve Learning. Centre for University Teaching. U OƩa- va, March 2011, p. 1-6.

19.   Vision on Teaching and Learning. Universiry Policiy Papers. University of Amsterdam, 2012. 36 p.

20.   Vassiliou A., McAleese M. High Level Group on the Modernisation of Higher Education.

Report to the European Commission on New modes of learning and teaching in higher education. Luxembourg: Publications Office of the European Union, 2014 – 68 pp.

21.   Buitendijk S. InnovaƟve Teaching for World Class Learning. Learning and Teaching Strategy. Imperial College London, 2017. 42 p.

22.   Collaborative Learning – With Structure BY: Usable Knowledge. Harvard University.

Posted: January 8, 2018. p. 1-6. https://www.gse.harvard.edu/news/uk/18/01/collab- oraƟve-learning-structure